უბედური შემთხვევისას დაშავდით?

თუ უბედური შემთხვევა მოხდა 2022 წლის 1 ოქტომბერს ან მის შემდეგ

მოთხოვნის წარდგენა

ამ უფასო დაზღვევას ვოლტი თქვენს საკეთილდღეოდ გთავაზობთ. ის გიფარავთ ვოლტით მიწოდებისას, კერძოდ, ვოლტის პარტნიორის აპში შესვლიდან გამოსვლამდე და მომდევნო ერთი საათის განმავლობაში. ამგვარად, როდესაც ვოლტთან ერთად ადგახართ გზას, უბედური შემთხვევისას დაცული ხართ.

Төменде сипатталған сақтандыру қорғанысы тек ақпараттық мақсатқа арналған және шарттар әлі толық аяқталмағандықтан өзгертілуі мүмкін. Шарттар мен шарттар аяқталғаннан кейін біз осы веб-сайттағы төлемдер кестесін және ақпаратты жаңартамыз.

უბედური შემთხვევისას თქვენს ბიუჯეტს ზარალი არ მიადგება

უბედური შემთხვევის დაზღვევა დაგეხმარებათ შემოსავლით, თუ ვოლტით მიწოდებისას მომხდარი შემთხვევის შედეგად მუშაობას ვეღარ შეძლებთ. საყოფაცხოვრებო ხარჯები, გადასახადები, სამედიცინო გამოკვლევები, მედიკამენტები... უბედური შემთხვევისის გამო თქვენი ხარჯები საგრძნობლად შეიძლება გაიზარდოს. ჩვენი სადაზღვევო დაფარვის ფართო სპექტრის წყალობით, ზედმეტი ხარჯები აღარ შეგაწუხებთ.

ძვლის მოტეხილობა და ამოვარდნილობა

ვოლტით მიტანისას იატაკზე ფეხი თუ დაგიცურდებათ, ველოსიპედიდან გადმოვარდებით ან ავტოავარიაში მოიტეხთ ხელ-ფეხს, ჩვენგან სადაზღვევო ანაზღაურებას პოლისში გათვალისწინებული სქემით მიიღებთ. 

მოტეხილობის ანაზღაურება: 2970₾
გამოჯანსაღების* ანაზღაურება: 590₾
ამოვარდნილობის ანაზღაურება: 1680₾
გამოჯანსაღების* ანაზღაურება: 590₾

*გამოჯანსაღება: თუ ექიმი დაამოწმებს, რომ ძვლის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის გამო  შრომისუნარიანობა სრულად შეგეზღუდებათ მინიმუმ 14 დღის განმავლობაში, სადაზღვევო ანაზღაურებით გათვალისწინებულ თანხას გადაგიხდით 

ჩვენ მხოლოდ ავანაზღაურებთ

  • ამ მოტეხილობებს: თეძო, მუხლის თავი, კოჭი, მაჯა, იდაყვი, მკლავი, მხარი, ფეხი და სახე
  • ამ ამოვარდნილობებს: თეძო, მუხლი, კოჭი, მაჯა, იდაყვი და მხარი.

უბედური შემთხვევის სამედიცინო ხარჯები

ჩვენ გადაგიხდით სადაზღვევო სქემით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხას, შემდეგი სამედიცინო ხარჯების დასაფარად (მას შემდეგ რაც, საყოველთაო დაზღვევის ან ნებისმიერი სხვა ტიპის დაზღვევის მიერ გამოყოფილი თანხები გამოიქვითება): საავადმყოფოში მოთავსების, ექიმთან ვიზიტის, რენტგენის გადაღების, ქირურგიული პროცედურის, თქვენ მიერ მოთხოვნილი სამედიცინო ანალიზების და ფარმაცევტული ხარჯები; 

სადაზღვევო ანაზღაურება: ყოველწლიურად 14.845₾-მდე (590₾-ის ზევით)

ჩვენ გადაგიხდით სადაზღვევო სქემით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხას, უბედური შემთხვევის შემდგომი ქირურგიული ხარჯების დასაფარად

ანაზღაურება: ყოველწლიურად 19.790₾-მდე
1

An accident happens during your delivery?Put yourself in a safe place immediately. If anyone is injured, call for help immediately. If there were witnesses to the accident, ask for their contact details.

2

As soon as you have the opportunity, go to the website  and fill in all the requested data.

3

We analyze in detail the information you have provided to us and get back to you within 2 working days.

4

If the conditions are met, we will cover the costs listed above, directly related to the accident.

სტომატოლოგიური დაზიანება

სტომატოლოგიური მკურნალობა ძვირია და ყოველთვის არ ანაზღაურდება. ჩვენი დაზღვევით თქვენი სახიდან ღიმილი არ გაქრება :-). თუ ვოლტით მიტანის დროს უბედური შემთხვევა სტომატოლოგიურ ზიანს მოგაყენებთ (მათ შორის, ნებისმიერი პროთეზის დაკარგვა ან დაზიანებაც ითვლება), ჩვენ გადაგიხდით სადაზღვევო სქემით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხას, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური სტომატოლოგის ან ექიმის მომსახურებას უბედური შემთხვევის დღიდან 12 თვის განმავლობაში. 

ანაზღაურება: 1980₾-მდე

საავადმყოფოში მოთავსება

თუ უბედური შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში 48 საათს მაინც მოგათავსებენ, ჩვენ გადაგიხდით სადაზღვევო სქემით გათვალისწინებულ თანხას ყოველ 24 საათზე. ეს თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი ხარჯების დასაფარავად, რომლებსაც არ ანაზღაურებს საყოველთაო დაზღვევა, ან ჰოსპიტალიზაციის პერიოდში შემოსავლის დაკარგვით მიღებული ზარალის ასანაზღაურებლადაც კი. ასევე, ამ დაზღვევით შესაძლებელია იმ ხარჯების დაფარვა, რომლებიც საავადმყოფოში მოთავსებასთან არაპირდაპირ კავშირშია (მაგ: კერძო პალატაში მოთავსება, დამატებითი საწოლის ქირაობა თანმხლები ოჯახის წევრისთვის და ა.შ.) 

ანაზღაურება: 160₾ საავადმყოფოში გატარებულ ყოველ 24 საათში, მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში (2240₾-მდე).

თქვენი ოჯახის ფინანსების დაცვა

ეს დაზღვევა თქვენს ახლობლებს ფინანსურად უზრუნველყოფს, თუ უბედური შემთხვევა გიმსხვერპლებთ. ასევე, ეს დაზღვევა გიცავთ მაშინ, თუ უბედური შემთხვევის შედეგად, შრომისუნარიანობა სრულად ან ნაწილობრივ შეგეზღუდებათ.

გარდაცვალება უბედური შემთხვევის გამო

დაზღვეული კაპიტალი თქვენი ახლობლების მომავალს ფინანსურად უზრუნველყოფს და ოჯახს ცხოვრების დონის შენარჩუნებაში დაეხმარება. თუ უბედური შემთხვევა გიმსხვერპლებთ, ჩვენ გადავიხდით თანხას, რომელის სადაზღვევო სქემით არის გათვალისწინებული.

ანაზღაურება: 79,170₾

გადაუდებელი ხარჯები გარდაცვალების შემთხვევაში

გარდა ამისა, ჩვენ გადმოგცემთ პოლისით გათვალისწინებულ თანხას იმ ხარჯების დასაფარად, რომლებიც საჭიროებს სასწრაფო/დაუყოვნებლივ გადახდას (დაკრძალვის ხარჯების ჩათვლით) 

ანაზღაურება: 5,940₾

შრომისუნარიანობის მუდმივი სრული შეზღუდვა

თუ უბედური შემთხვევის გამო, შრომისუნარიანობა სრულად შეგეზღუდებათ, ჩვენგან სადაზღვევო სქემით გათვალისწინებულ ანაზღაურებას მიიღებთ. შრომისუნარიანობის სრული შეზღუდვა საზარელი მდგომარეობაა, რომელიც ხელს გიშლით იმ სამუშაო მოვალეობების შესრულებაში, რისთვისაც თქვენი წვრთნების, განათლების და გამოცდილების გამო ზედგამოჭრილი იყავით, და ახლა, როგორც წესი, ყოველდღიურ საქმიანობაში მეორე ადამიანის დახმარება გჭირდებათ. ამ მდგომარეობაში ჩავარდნა შემოსავლის მიღებაში გიშლით ხელს და დამატებითი ხარჯები, რომლებიც შრომისუნარიანობის შეზღუდვას ახლავს თან, თავსატეხს გიჩენთ თქვენ და თქვენს ოჯახს. 

ანაზღაურება: 79,170₾

შრომისუნარიანობის მუდმივი ნაწილობრივი შეზღუდვა

ჩვენ გადავიხდით სადაზღვევო სქემაში მითითებული ანაზღაურების ნაწილს, შრომისუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის შესაბამისად, ქვემოთ მოცემული შრომისუნარიანობის მუდმივი ნაწილობრივი შეზღუდვის შკალის მიხედვით: 

ანაზღაურება: 43,540₾
მხედველობის დაკარგვა ორივე თვალში
100%
კიდურის დაკარგვა (ერთი ან მეტი)
100%
მხედველობის დაკარგვა ერთ თვალში
50%
მეტყველების უნარის ან ორივე ყურში სმენის დაკარგვა
100%
კვადრიპლეგია ან პარაპლეგია
100%
სმენის დაკარგვა ერთ ყურში
20%
ზურგის ან კისრის ქვემოთ ხერხემლის მუდმივი სრული დაზიანება ან მათზე კონტროლის დაკარგვა, ზურგის ტვინის დაზიანების გარეშე
40%
კისრის ან ხერხემლის კისრის ნაწილის მუდმივი სრული დაზიანება ან მათზე კონტოლის დაკარგვა, ზურგის ტვინის დაზიანების გარეშე
30%
მხრის, იდაყვის ან მაჯის მუდმივი სრული დაკარგვა ან მათზე კონტროლის დაკარგვა
25%
თეძოს, მუხლის ან კოჭის მუდმივი სრული დაკარგვა ან მათზე კონტროლის დაკარგვა
20%
მუდმივი სრული დაკარგვა, ან მუდმივი კონტროლის დაკარგვა:
ერთი ცერა თითი
20%
ერთი საჩვენებელი
15%
ნებისმიერი სხვა თითი
10%
ფეხის ერთი ცერა თითი
15%
სუნის შეგრძნების დაკარგვა
10%
გემოს შეგრძნების დაკარგვა
10%

თუ შრომისუნარიანობის შეზღუდვის ხარისხი 10%-ზე დაბალია, ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

გსურთ, შეკითხვა დაგვისვათ?

სავარაუდოდ, პასუხს ხშირად დასმულ კითხვებში იპოვით.
გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებს
ფოსტით
სათავო ოფისი,ბ. კვერნაძის ქუჩა N10,
თბილისი,
საქართველო
Close

ჩვენ ყოველთვის აქ ვართ თქვენთვის. ნუ მოგერიდებათ, თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, დაგვიკავშირდით!

Margo Meskhi
mmeskhi@rib.ge
Ia Manjgaladze
imanjgaladze@rib.ge
By Post
Resolution Insurance Brokers Georgia28 A.Griboedov str.
Tbilisi, 0108
Powered by Qover © 2022 Qover S.A. ყველა უფლება დაცულია.